,,არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით”- ნიკოლენკო ორბანს პასუხობს

უკრაინა არ ვაჭრობს თავისი ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინა მშვიდობითაც არ ივაჭრებს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის წევრობა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ავღელვდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით. ეჭვიც კი შევიტანეთ უნგრეთის პრემიერის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით, როგორ არის უნგრეთში, მაგრამ უკრაინა არ ვაჭრობს არც თავისი ტერიტორიებით და არც თავისი სუვერენიტეტით. მშვიდობითაც არ ივაჭრებს. რუსეთის ხელმძღვანელობა კი, როგორი საჯარო ადვოკატებიც არ უნდა ჩართოს, აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინელებისთვის მიყენებული ბოროტებისთვის“, – წერს ნიკოლენკო.

მშვიდობის საუკეთესო გარანტია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა – ორბანი

მსგავსი თემები