ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ფინეთმა უკრაინისთვის მე-18 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულება 94 მილიონი ევროა. პრეზიდენტმა საული ნიინისტომ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.

არსებული ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მძიმე იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.

უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. ოპერატიული მიზეზების გამო და იმის უზრუნველსაყოფად, რომ იარაღი უსაფრთხოდ მიაღწევს დანიშნულების ადგილას, დამატებითი დეტალებზე – პაკეტის შინაარსზე, მიწოდების გზაზე ან განრიგზე, განცხადებაში საუბარი არაა.

პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნოს სპეციალური პირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის მონაწილეობას უკრაინის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში.

მისივე თქმით, რეკონსტრუქცია მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებს უხსნის ფინურ კომპანიებს.

მსგავსი თემები