,,სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა” – მედვედევი

,,2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა”. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

,,სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა, მეორეს მხრივ, ის არის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რამაც ის საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობაც.

საქართველოს მხრიდან, როგორც ნომერ პირველმა, მან მიიღო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება. თუნდაც ამერიკის როლის გააზრებით, პროვოკაციები საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის, სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებაა. პასუხისმგებელია ის და საქართველოს იმ პერიოდის ხელმძღვანელობა”, – თქვა მედვედევმა.

მსგავსი თემები