ლაგოდეხში ადგილობრივები ხევის გაწმენდის მოთხოვნით აქციას მართავენ

ლაგოდეხში ადგილობრივები მდინარე ლაგოდეხის ხევის დაუყონებლივ გაწმენდასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კალაპოტში მთის ნაწილმა ჯერ კიდევ რამდენიმე  წლის წინ დაიწყო დაშლა. ხოლო მეწყრული პროცესი მიმდინარე წლის ივლისში გააქტიურდა. ლაგოდეხის მერიამ არსებული მდგომარეობის შესასწავლად გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგები მიიწვია.

მათივე თქმით, სპეციალისტებმა დასკვნის სახით დაწერეს, რომ სამუშაოები დროულად თუ არ განხორციელდა, მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან მდინარის მარცხენა სანაპიროზე გააქტიურებულია მეწყერი.

მსგავსი თემები