შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი – დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი, დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.

დუდაშვილების ოჯახი შოვში ისვენებდა. 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

მსგავსი თემები