პრიგოჟინის თვითმფრინავის ,,შავი ყუთი” ნაპოვნია

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია. ცნობილია, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გრძელდება გენეტიკური ტესტირებები. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის მიმართ ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა.

,,ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფის და თვითმფრინავის მგზავრებს შორის. მათ შორის, ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული სახითაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა”, – განაცხადა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები