მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო.

საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა.

შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი, ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

მსგავსი თემები