ქაშუეთის ეკლესიაში შოვში დაღუპული დუდაშვილების ოჯახის – დედისა და 3 მცირეწლოვანი ბავშვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ამ წუთებში შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქაშუეთის ეკლესიაში დილიდან მიდიან მოქალაქეები და გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრების – მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაღუპულებს დღესვე 14:00 საათზე თბილისში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ დუდაშვილების ოჯახი – 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

 

მსგავსი თემები