,,პუტინი კლავს ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის მთავარი და ტკბება საკუთარი დაუნდობლობით” – ჯონსონი

,,პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, ვინ არის მთავარი”. ამის შესახებ დდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

,,პუტინმა თავი განგსტერად წარმოიჩინა და მისი აბსურდული სატელევიზიო ,,მწუხარება” გარდაცვლილი ვაგნერელების უბრალოდ “ნათლიას” ფურცლებიდან ამოიღეს. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის მთავარი და ტკბება საკუთარი დაუნდობლობით”, – ამბობს ბორის ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

მსგავსი თემები