დღეს გომის მთაზე ადამიანები ერთი საათით დაგვიანებით გაუშვეს

გომის მთაზე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანებს მანქანით ასვლა კურორტზე მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლიათ. შაბათს 2 საათზე იხსნება გზა. დღეს კი, იქ მისულ ადამიანებს უთხრეს, რომ სამი საათისთვის შეძლებდნენ გომის მთაზე ასვლას. როგორც იქ მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, მიზეზი, რის გამოც მოუწიათ ერთ საათზე მეტი ლოდინი, არავის განუმარტავს.

„მესმის, რომ გზა კეთდება და ყველა მივესალმებით ამ პროექტის გახორციელებას, მაგრამ დღეს რომ გზაზე გვეუბნებიან, სამ საათზე გაგიშვებენ გომის მთისკენო, ეს არ არის მართებული საქციელი“, – განაცხადა ერთ-ერთმა იქ გაჩერებულებმა ადამიანმა.

მსგავსი თემები