პუტინმა პრიგოჟინის დაჯგუფების წევრებს უბრძანა, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ განკარგულებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა. დოკუმენტში წერია, რომ ყველა, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებას ახორციელებს, ვალდებულია, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადოს.

მსგავსი თემები