როგორ გამოეხმაურა ბაიდენი ტრამპის დაკავების ფოტოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და მისი დაკავების ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპატიური ბიჭია“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი ფულტონის ციხეში 23 აგვისტოს გამოცხადდა, სადაც 20 წუთით დააპატიმრეს, თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. ამის შემდეგ მან საპატიმრო 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა.

მსგავსი თემები