უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ”Telegram” არხზე წერს.

,,დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი.

დღეს, 15 ივლისს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და სამხრეთ კორეის პირველი ლედი კიმ კონგ-ჰი ბავშვთა უფლებების ცენტრს ეწვივნენ, სადაც ოკუპანტების მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და აღრიცხვა მიმდინარეობს.

ოლენა ზელენსკას თქმით, რუსეთი არღვევს უკრაინელი ბავშვების უფლებებს და უკრაინას ინფორმაციას ბავშვების შესახებ არ აწვდის.

მსგავსი თემები