გორის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორის რაიონში, სოფელ ბობნევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები