,,მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა ,,გაუგებარ ინციდენტს”. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

მსგავსი თემები