,,იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რადას რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც უკრაინა სალომე ზურაბიშვლს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, კიდევ უფრო გააღრმავებს “იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და საზოგადოებას შორისაა”.

“მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას. რეალურად, გვარამიას შეწყალებით ზურაბიშვილი წავიდა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელმაც მას 2018 წელს მხარი დაუჭირა. იმედია, კიდევ უფრო არ გააღრმავებს სალომე ზურაბიშვილი იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და საზოგადოებას შორისაა.

ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები