მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო

მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მოხდა.

სოფელში სტუმრად მყოფი 10 წლის ბიჭი, რომელიც თანატოლებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, წყალში დაიხრჩო.

თვითმხილველთა თქმით, ბავშვმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დინებამ წაიღო. თანატოლებმა კი მისი შველა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები