,,ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება.

,,დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოტიზები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის დეპოზიტები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. 10-ჯერ არის გაზრდილი ამ დეპოზიტების მოცულობა და ლარშიც ასევე 26- 27 მლრდ არის ლარში დეპოზიტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება.
მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მტრები, შიდა თუ გარე მტრები სწორედ ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არ შექმნას და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები