„უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია”- ირაკლი ღარიბაშვილი

პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია, როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასამალი არავისთვის არაფერი აქვთ.

,,აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი აქტიურობით, ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია და როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა და მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მითმეტეს, ჩვენ არავისთვის არაფერი გვაქვს დასამალი. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვუშაობთ ყველა მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სამარცხვინო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რაც მოხდა.

„უბრალოდ სამარცხვინო რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როდესაც თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როდესაც დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად ჩვენი თანხმობის შემდეგ, ეს რათქმაუნდა მიუთითებს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე, ალბათ რაღაცა სხვა განზრახვები მათ შესაძლოა ჰქონოდათ, ამას დრო გვაჩვენებს თუ რა იდგა თუნდაც ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

მსგავსი თემები