გელათში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

უძველეს ტაძარში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი განცხადების გასაკეთებლად ემზადება. რა ხდება გელათში და როგორ მიდის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის პროცესი?

საპატრიარქოს განცხადებით, იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი კონსერვატორ-რესტავრატორები უკვე რამდენიმე კვირაა უმძიმეს ვითარებაში არსებულ გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობენ. ადგილზე არიან კედლის მხატვრობის სპეციალისტებიც.

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” ხელმძღვანელი მერაბ ბარათაშვილი კი აცხადებს, რომ ადგილზე სპეციალისტები ერთი-ორჯერ თუ ნახეს.

,,ჩვენ იქ ყოველდღე დავდივართ და სპეციალისტები ერთი-ორჯერ ვნახეთ. ვერ დავარქმევდი მუშაობას იმ სამუშაოებს, რასაც ისინი აკეთებენ. რეაბილიტაციამდე იქ სახურავის პრობლემაა გადასაწყვეტი. სახურავის პრობლემის გადაწყვეტაზე მათ განცხადებებში არაფერია ნათქვამი. ფრესკებზე ხელის მოკიდება სახურავის პრობლემის გადაწყვეტამდე, ეს გელათის პრობლემის გაუარესების კიდევ ერთი წინაპირობაა”, – ამბობს მერაბ ბარათაშვილი.

მსგავსი თემები