,,რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“ – უკრაინის გენშტაბი

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე 13 დარტყმა განახორციელა და ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები “Shahed-136/131” და საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა.

,,რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები