ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს.

მისი თქმით, მეტი იარაღის მიწოდება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში.

„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

 

მსგავსი თემები