კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი კიევის სასამართლომ დააპატიმრა

კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს, იგივე პაშა “მერსედესს”კიევის სასამართლომ შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა. სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და აუცილებლად გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ პაშა ,,მერსედესს” ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს. 30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა.

მსგავსი თემები