,,თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?”- პრემიერი

,,ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, ვერ გახდება ნატოს წევრი, თქვეს რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთო, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კითხვა აქვს – თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?

„მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ ესეიგი თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა და რა მოხდა რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი სანამ ითქვა, რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს – თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დავიწყოთ,” – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები