,,სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს”- კობახიძე სააკაშვილზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

,,თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება ამ ფონზე”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შეშვებას ითხოვდნენ.

 

მსგავსი თემები