ცოფის შემთხვევები რუსეთში – ერთ-ერთ რეგიონში სასიკვდილო ინფექციის გამო კარანტინი გამოცხადდა

რუსეთში, სამარას რეგიონში, სოფელ ბორსკოეში ცოფის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცოფი, სავარაუდოდ, მელიისა და ძაღლისგან გავრცელდა.

დაავადების აფეთქების წერტილიდან 3 კილომეტრის რადიუსში, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონებში ცხოველების ვაქცინაცია ჩატარდება.

კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანა. ასევე, განხორციელდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და საგნების დეზინფექცია.

მსგავსი თემები