,,ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება”- პრემიერი სამხედრო სწავლებაზე

აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება – აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება.

მისი თქმით, ჯარის მნიშვნელობა და როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია.

,,ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა, ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას, ჯარის მიმართ, თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არა მხოლოდ ჩვენ წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენ აწმყოში, სულ რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები