ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც ხარაგაულში სავარაუდოდ, მეწყერმა მოიყოლა.

სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები  ხარაგაულთან მდებარე რკინიგზის სადგურ მარელისში დილიდან განახდა. სამუშაოები ღამით მეწყრული პროცესის საფრთხის გამო შეწყდა.

ადგილზე  მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

მსგავსი თემები