,,გვაქვს გზავნილი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით”- კობახიძე

ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან.

„გახსოვთ, ოპოზიციაში გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ნებისმიერი საბაბი გამოეყენებინათ მეორე ფრონტისთვის, მათ შორის საუბარი იყო აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე. ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მთავარი ხაზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე გავყვებით იმ პრინციპებს, რომლებიც მათ შორის დღევანდელ განცხადებაში იყო ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები