,,გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში, მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება დაავალა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. მისი თქმით, უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ ნიკა გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში.

,,რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად, გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა. მთელი ეს წლები, ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა იყო, როცა იყო ციხეში. ბილწსიტყვაობა ეტყობა არ იცით რა არის, ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი გვარამიასგან”,- განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები