,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში”.

,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში ამას გისურვებთ იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რომ აქ არის ის გარემო, სადაც გამორიცხულია, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება და მერე თქვენ იძინებთ, იმ იმედით, რომ ნახოთ სადღაც შავი ხვრელი, მოხვიდეთ და მერე მკითხოთ და არ არსებობს. სიზმარი იყო, წყალს გაატანეთ ეს სიზმარი და გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდად” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მაიკლ მაკფოლმა ”რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა:  ,,ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას – ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ”.

მსგავსი თემები