,,სიტუაცია უკრაინაში არ არის რეგიონალური კონფლიქტი, არამედ ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის”- მედვედევი

სიტუაცია უკრაინაში არ არის რეგიონალური კონფლიქტი, არამედ ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

,,ის, რაც ახლა ხდება უკრაინასა და დონბასში, არ არის მხოლოდ “რეგიონული კონფლიქტი”, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს არის ტოტალური დაპირისპირება პირობით კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის”, – თქვა მან.

მედვედევის თქმით, ეს დაპირისპირება გამოწვეულია „კაცობრიობის შემდგომი განვითარების შესახებ შეხედულებების დიამეტრული წინააღმდეგობით“. ერთ მხარეს, მან განმარტა, არის დასავლური ქვეყნები, რომლებსაც „არ სურთ აღიარონ, რომ სამყარო რადიკალურად შეიცვალა და კარგავენ დომინირებას“.

„ჰიბრიდული ომი, რომელსაც ისინი ახლა ჩვენთან აწარმოებენ, არის მათი ბოლო შანსი, შეინარჩუნონ მათთვის ხელსაყრელი სტატუს-კვო, არ დაკარგონ დასუსტებული ძალა და გავლენა“, – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მეორე მხარეს, მისი თქმით, არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ “გლობალური აღმოსავლეთი და სამხრეთი”.

მსგავსი თემები