პარიზში, პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია მომიტინგეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

17 წლის ბიჭის ბებია, რომელიც პოლიციელის მიერ სროლის შედეგად დაიჭუპა პარიზის გარეუბანში, დემონსტრანტებს მოუწოდებს შეწყვიტონ ძალადობა.

დაზარალებული ნაჰელ მერზუკის ბებიამ კვირას აქციის მონაწილეებს მიმართა და განუცხადა: ”მათ არ უნდა დააზიანონ სკოლები, არ დაამტვრიონ ავტობუსები, დედები იყვნენ, ვინც ავტობუსებს მიჰყავდათ”.

“დავიღალე”, – განაცხადა ბებიამ და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები ნაჰელის სიკვდილს, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

,,ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. დავიღალე…  ნაჰელი მოკვდა,ნაჰელის დედას ცხოვრება აღარ აქვს”, – განაცხადა დაღუპულის ბებიამ.

ცნობისთვის, საფრანგეთში არეულობა პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა პოლიციელებმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები