,,ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერს”- დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ძალადობა სრულიად მიუღებელია. მისი თქმით,  სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისადმი.

,,ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ სასტიკი ძალადობა მოხდა თბილისში ღირსების მარშის დროს. იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერმინისტრსა და მთავრობას გუშინ. ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მოვუწოდებ, ორჯერ დაფიქრდით სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით”, – განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.

 

 

 

 

მსგავსი თემები