,,ამჩატდა ყველა – გახარია, ხაზარაძე, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“- ირაკლი კობახიძე

ვერც გაანალიზეს, ვერც შეაფასეს, ამის არც უნარი ეყოთ და არც არაფერი, ამჩატდნენ და სწორედ ამ ამჩატების შედეგი იყო უამრავი შეცდომა, რომლებიც მათ დაუშვეს განცხადებების კეთების დროს –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ”ამჩატდა ყველა – გახარია, ხაზარაძე, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“.

,,გახსოვთ შეძახილები გოუ, გოუ, ჟენია. ეს ხომ „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნოდა; ლექსები მიუძღვნეს პრიგოჟინს, ესეც ხომ „ნაცმოძრაობის“ ამბავი იყო; სოჩა საქართველოა – სოჩას სპეციალურად ვამბობ, რადგან ასე ეწერათ. სოჩა საქართველოა ტრიალებდა მთელი „ნაცმოძრაობის“ ეგრეთ წოდებულ ფეისბუქბაბლში. ეს იყო მათი რეაქცია პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით. ზოგადად, პრიგოჟინის აჯანყებაზე რომ აგებ საკუთარ გეგმებს და ამაში ხედავ საკუთარ პოლიტიკურ შანსს, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს „ნაცმოძრაობის“ ბუნებაზე. ვერც გაანალიზეს, ვერც შეაფასეს, ამის არც უნარი ეყოთ და არც არაფერი, ამჩატდნენ და სწორედ ამ ამჩატების შედეგი იყო უამრავი შეცდომა, რომლებიც მათ დაუშვეს განცხადებების კეთების დროს.

მაგალითად, ჩავყვეთ, რა ხდებოდა „გირჩის“ „ფეისბუქზე“, ვგულისხმობ ჯაფარიძის „გირჩს“. მათ ჰყავთ ცნობილი „ინტელექტუალები“, „ლიდერები“, ერთმანეთზე დაბალი ინტელექტის მქონე ხალხია. უბრალოდ, ჩაყევით „გირჩის“ „ფეისბუქს“ და ნახავთ, რა სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდნენ ისინი ამ დღის განმავლობაში. ნახავთ, რომ აქ ინტელექტის ზეიმია და ასევე საუკეთესო ილუსტრაციას დაინახავთ, როგორ არ უნდა ამჩატდეს პოლიტიკური პარტია. ასევე ხაზარაძემ დაწერა სრული სისულელე, ასეთი სისულელე როგორ უნდა დაწერო კაცმა. ამასთან, გახსოვთ გახარიას განცხადება იმ დღეს. ამჩატდა ყველა – გახარია, ხაზარაძე, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები იმ დღეს არ იყვნენ ხელისუფლებაში და მადლობა ღმერთს, რომ დღეს არ არიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები