კობახიძის პროპაგანდით ებრძვიან ქარის წისქვილებს, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“ – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისგან ქვეყანა იცლება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოგონილი თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის და პუტინის დასუსტებაა. „ქართული ოცნება“ რომ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, კობახიძის განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. კობახიძის მიერ გავრცელებული პროპაგანდით ქარის წისქვილებს ებრძვიან – „სამ გოჭს“ და „წითელქუდას მაშინ“, როცა ქვეყანას სერიოზული გამოწვევები და პრობლემები აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

,,ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე”- ირაკლი კობახიძის შეფასება

 

მსგავსი თემები