დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა – ღარიბაშვილი

,,დღევანდელ მსოფლიოში, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე სწორი ღირებულებებისა და  ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია  ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.

,,მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენ ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში, დღეს, ბუნებრივია საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო”,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები