,,ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე”- მედვედევი

რუსეთი მიაღწევს ნატოში უკრაინის გაწევრიანების საფრთხის აღმოფხვრას, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ”თუ კონფლიქტური ქვეყნები ნატოში არ მიიღეს, მაშინ კონფლიქტი მუდმივი იქნება, რადგან ეს რუსეთის არსებობის საკითხია.”

,,ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე და ჩვენ ამას მივაღწევთ. ასეა თუ ისე. დღეს კიევის რეჟიმის ჩაქოლულმა ლიდერებმაც კი აღიარეს, რომ კონფლიქტურ მდგომარეობაში ბანდეროკრაინამ, არ მიიღებენ ალიანსში“, – განაცხადა მედვედევმა.

 

მსგავსი თემები