კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, ნიუ-იორკში ძლიერი დაკვამლიანებაა

კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია. მედიის ცნობით, ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარია დამწვარი. ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 520 მეხანძრეა  ჩართული.

კანადაში გაჩენილმა ხანძარმა პრობლემები შექმნა ნიუ-იორკშიც. ქალაქი კვამლის ნისლშია გახვეული. ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

მსგავსი თემები