,,მაშინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დავნიშნოთ გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს”- მდინარაძე

მაშინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ვერსიაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

,,პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია კანდიდატურა? თავად აღიარეს, განვიხილავდითო. თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიურია, კვალიფიკაციით, ყველანაირად კარგი ადამიანია, ამბობენ, იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,”  – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ”იმედის” ეთერში.

,,ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის  საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას”- ”ქართული ოცნება”

 

,,კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მსგავსი თემები