რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება არ არღვევს დასავლეთის სანქციებს – ზახაროვა

უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით,  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლება, დასავლეთის სანქციებს არ არღვევს.

ზახაროვას თქმით, აშშ და  ევროკავშირი რეგიონში სიტუაციის შერყევის მცდელობებს არ წყვეტენ.

,,ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ ეს ფრენები არღვევს ერთგვარ აკრძალვას და ა.შ. ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, არ არსებობს სანქციების რეჟიმები – მიუხედავად მათი უკანონობისა, თუ ეს სანქციების რეჟიმები უბრალოდ დაფიქსირდა, როგორც არსებული და არა როგორც დასაშვები – ეს ფრენები არ არღვევს მას. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს არ აწუხებს აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც არ წყვეტენ თავიანთ მცდელობებს უკარნახონ თავიანთი ნება და დააწესონ თავიანთი სტანდარტები სუვერენულ სახელმწიფოებზე, შეარყიონ სიტუაცია რეგიონში”, – განაცხადა ზახაროვამ.

 

მსგავსი თემები