დონეცკის რეგიონში რუსებმა მთელი ოჯახი მოკლეს – უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დონეცკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი –  3, 4, 9 და 13 წლის ბავშვი.

,,7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე… [რუსების] თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი – ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის [ბავშვებმა]  სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს” – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე დაჭრილ 27 წლის მამაკაცს მკურნალობა ჩაუტარდა.

მსგავსი თემები