ნატო-ს ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს ზოგიერთი წევრი შესაძლოა, უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დათანხმდეს, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ –  ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ შეთანხმდება უკრაინის წინსვლის მკაფიო გზაზე, არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები.

,,ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში. და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების შესაძლებლობის ჩათვლით,”- განაცხადა  რასმუსენმა.

მსგავსი თემები