ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში  25 წლის  ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში  25 წლის  ახალგაზრდა ემსხვერპლა.  TV25-ის ინფორმაციით, შემთხვევა 7 ივნისს სოფელ ლეღვაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა.

კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული დღეს დილით გარდაიცვალა.

მსგავსი თემები