,,შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- ზელენსკი

შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მკაფიო და სწრაფი რეაგირება სჭირდება მსოფლიოსგან, მომხდართან დაკავშირებით.

„ახლა ჩვენ გვჭირდება მკაფიო და სწრაფი რეაგირება მსოფლიოსგან იმაზე, რაც ხდება. შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ საჭიროა ფართომასშტაბიანი ძალისხმევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები