კახოვკას ჰესზე თავდასხმაზე რუსეთია პასუხისმგებელი – თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ინფორმაციას მომხდარის შესახებ, ჯერ კიდევ აგროვებს.

,,კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და მათზეა პასუხისმგებლობა კაშხლის განადგურების, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ ამ რთულ პერიოდში”, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მსგავსი თემები