,,არ უნ­დო­და მას­თან შე­რი­გე­ბა და ამის გამო ემუქ­რე­ბო­და, 15 წლის და მომ­ტა­ცა და გა­მი­უ­ბე­დუ­რა“- მოკლულის და

ყოფილი მეუღლის მიერ, სასტიკად მოკლული მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლის დის განცხადებით, ქალს ნიკოლოზ ლაჩაშვილთან შერიგება არ სურდა და ამის გამო ემუქრებოდა.

,,მა­რის არ უნ­დო­და მას­თან შე­რი­გე­ბა და ამის გამო ემუქ­რე­ბო­და. მარი რომ და­ი­კარ­გა, მა­ტყუ­ებ­და, ცო­ცხა­ლია, რა გა­ტი­რებ­სო. მიც­ნობ­და, ისარ­გებ­ლა იმით, რომ აქ არ ვი­ყა­ვი და ეს გა­ა­კე­თა. იცო­და, რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი და იცო­და, რა გა­ვუ­კე­თე, როცა 15 წლის და მომ­ტა­ცა და გა­მი­უ­ბე­დუ­რა“,- განაცხადა მაია მაზიაშვილმა.

როგორც მაია მაზიაშვილი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” საუბარში აცხადებს, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია,  რომ ლაჩაშვილს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ტყუილია.

,,ტყუ­ი­ლია რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. კი იწვა, მაგ­რამ იწვა იმი­ტომ, რომ წა­მალს იკე­თებ­და. ამი­ტომ გა­შორ­და ჩემი დაც, რომ ხელს არ ან­ძრევ­და, არ მუ­შა­ობ­და, რომ ცოლ-შვი­ლი გა­მო­ეკ­ვე­ბა და სულ გაშ­ტე­რე­ბუ­ლი და­დი­ო­და. ჩემი გაზ­რდი­ლი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორი­ვე. და­წე­რეთ, ყველ­გან და­წე­რეთ, რომ მკვლე­ლია და უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს” – აცხადებს მაია მა­ზი­აშ­ვი­ლი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თან”.

თბილისში, კაცმა ყოფილი მეუღლე გაგუდა და ხევში გადააგო – დაკავებულია 1 პირი

მსგავსი თემები