უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ომში – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მისი თქმით,  თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ ნატო-ს წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება.

„კიდევ ერთ რამეზე ვთანხმდებით და ეს ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რომ ახლა გადაუდებელი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი და მოიგოს უკრაინამ, რადგან თუ უკრაინა ვერ გააგრძელებს არსებობას, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო ევროპაში, მაშინ წევრობის საკითხი საერთოდ ვერ განიხილება. ასე რომ, ჩვენ ახლა არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერის ერთიანობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები