ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა – ადმინისტრაცია

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა სამშაბათს ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, წყალდიდობამ საშუალო დონემ 5,61 მეტრამდე მოიმატა.

მისივე თქმით, “საშიში ზონიდან”  თითქმის 2000 ადამიანი იქნა ევაკუირებული, რომლებიც დროებითი დახმარების თავშესაფრებში გადაიყვანეს.

,,მიუხედავად უკიდურესი საფრთხისა და მუდმივი რუსული დაბომბვისა, დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება.  აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხალხი იტანჯება არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ რუსული ტერორისგან და ოკუპანტების უქონლობისგან, დახმარონ ხალხს”, – დაწერა პროკუდინმა.

 

მსგავსი თემები