„გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ეხმაურება და მათ თანადგომას უცხადებს.

„გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, ნიუ-იორკში ძლიერი დაკვამლიანებაა

მსგავსი თემები